ტოიბნერი გიუნთერ
ტოიბნერი გიუნთერ

ტოიბნერი გიუნთერ (Teubner Gunther, 30.IV.1944, ჰერნჰუტი), საქართველოსა და გერმანიას შორის სამეცნ. ურთიერთობების გაღრმავების, თანამედროვე იურისპრუდენციის განვითარებისა და განსაკუთრებული სამეცნ. დამსახურებისთვის, პროფესორს მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება (05.V.2008).

ტ. გ. სწავლობდა გიოტინგენისა და ტიუბინგენის უნ-ტებში (1963-1967). ის გერმანიის ხალხთა კვლევითი ფონდის სტიპენდიის მფლობელია. მას ტიუბინგენის უნ-ტში მიენიჭა დოქტორის ხარისხი („სამართლებრივი ნორმების ინტერპრეტაცია“, 1970). მეორე იურიდიული სახლემწ. გამოცდის ჩაბარების შემდეგ, მიიღო სამართ. ასესორის წოდება (1971). ტ. გ. კვლევითი ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ში, ბერკლის უნ-ტში სადაც მაგისტრის ხარისხი მიენიჭა (1972-1974). მოიპოვა უმაღლ. აკადემიური კვლიფიკაცია („ორგანიზაციის დემოკრატიულობა და  კონსტიტუცია. პოლიტიკური ორგანიზაციების სამართლებრივი მოდელები“, 1977). ბრემენის უნ-ტში  მიიღო პროფესორის სტატუსი (1977).

ტ. გ. გაემგზავრა ფლორენციაში, ევროპულ უმაღლეს ინ-ტში მასწავლებლად (1981-1993). ამავე წლიდან  იგი ლონდონის ეკონ. და პოლიტიკურ მეცნ. სკოლაში სამართალმცოდნეობისა და სამართლის თეორიის მიმართულებაზე დაინიშნა პროფესორად. ტ. გ. ფრანკფურტის უნ-ტში სამართალმოცდნეობის დარგში კითხულობდა  ლექციებს, სადაც  ემერიტუს-პროფესორად აირჩიეს (1998).  ასწავლიდა ტურინის საერთაშ. კოლეჯშიც.

მეცნიერის მნიშვნელოვანი მონოგრაფიებია: „კონსტიტუციის ფრაგმენტები" (2012), „სამართალი, როგორც ავტოპოეტური სისტემა" (1989).

ტ. გ. ევროპის აკადემიის წევრია (1989). მას მეცნ. მიღწევების გამო გეი-ლუსაკ-ჰუმბოლდტის ჯილდო გადასცეს (2000).